logo
ENG



მარინა ოვსიანიკოვა დააკავეს, 2 დღის წინ მან კრემლთან გაშალა პლაკატი: "პუტინი მკვლელია"

17 ივლ 202222:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/17/kja96hi0ar27rqv.png

რუსეთში ისევ დააკავეს რუსეთის პირველი არხის ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა. ინფორმაცია ჟურნალისტის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.

15 ივლისს ოვსიანიკოვამ აქცია გამართა კრემლის მოპირდაპირე მხარეს. მას ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით: "პუტინი მკვლელია. მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან. დაიღუპა 352 ბავშვი. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, რომ გაჩერდეთ?"

ჟურნალისტი თავის სახლში დააკავეს. ადვოკატი ამბობს, რომ არ იციან, სად გადაიყვანეს ოვსიანიკოვა.

14 მარტს ოვსიანიკოვა პირველი არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების ეთერში შევიდა პლაკატით და მოწოდებებით: "არა ომს! არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ!". პირდაპირ ეთერში შესვლამდე მან გადაიღო ვიდეო, რომელშიც რუსეთის მოქალაქეებს ომის საწინააღმდეგო აქციებისკენ მონაწილეობაში მოუწოდა. ის დააკავეს და ამ ვიდეოსთვის 30 ათასი რუბლით დააჯარიმეს, სისხლის სამართლის საქმე კი ძალაში დარჩა.

როგორც ცნობილია, მან რუსეთი დატოვა და გერმანიაში გაემგზავრა, მოგვიანებით კი რუსეთში დაბრუნდა.


close დახურვა